| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე. თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ U14 ასაკის გოგონათა საერთაშორისო ფესტივალზე (ტურნირზე) ხმლით ფარიკაობაში გოგონებმა გუნდურ შეჯიბრში საპატიო მესამე ადგილი დაიკავეს.
ტურნირში განსაკუთრებულად გამოირჩა ელენე ინასარიძე, რომელმაც ინდივიდუალურ ასპარეზში 158 მონაწილეს შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც დიდი მიღწევაა როგორც მისთვის, ისე ქართული ფარიკაობისთვის.
აღსანიშნავია, რომ გუნდის წევრებს შორის ორი წარმატებული სპორტსმენი - ელენე ინასარიძე და ანთუსა ჩელიძე ქუთაისის N32 საჯარო სკოლის VIIIა კლასის მოსწავლეები არიან.
სკოლისა და VIIIა კლასის სახელით გულითადი მილოცვა ეკუთვნით როგორც წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე მათ მწვრთნელს, დათო ბუხაიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ შედეგის მიღწევაში.
მათ წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ქალაქ ქუთაისისთვის, ისე მთელი ქვეყნისთვის. სკოლის დირექცია მომავალშიც არაერთ გამარჯვებას და წარმატებას უსურვებს მოსწავლეებს!
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა