| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სპორტულ ღონისძიებებში წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი წარმატება კი საამაყო.
სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ პროექტს - „თავისუფლების თამაშები 2026“ და ბრწყინვალედ იასპარეზეს.
სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა - მარინა კურდოვმა და ელენე შაინიძემ მძლეოსნობაში პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და ბავშვებს ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ პროექტს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, მუნიციპალიტეტების სპორტის სამსახურების თანადგომითა და მონაწილეობით ახორციელებს. თამაშები ყოველწლიურად 9 აპრილიდან 26 მაისის პერიოდში იმართება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა