| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში - „დედაენა - ჩვენი ძალა და ფესვია!“ - დიდი სიყვარულითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში, რამაც ეს დღე განსაკუთრებულად მრავალფეროვანი, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გახადა.
„ქართული ენა მხოლოდ სიტყვები არ არის - ის ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ფესვებია, ჩვენი ტკივილი და სიხარულია; სულიერი საგანძურია, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო, მრავალ განსაცდელს გადაურჩა და დღესაც ამაყად გვაერთიანებს. თითოეულ ბგერაში, თითოეულ სიტყვაში ჩვენი წინაპრების სიბრძნე, სიყვარული და სამშობლოს სული ცოცხლობს.
დედაენის დღე გვახსენებს, რამდენად ძვირფასი და შეუფასებელია ის, რაც ერად გვკრებს, გვაძლიერებს და ჩვენს იდენტობას იცავს. ეს დღე თითოეულ ჩვენგანს გვავალდებულებს, გავუფრთხილდეთ ქართულ ენას, ერთგულად ვემსახუროთ მას და სიყვარულით გადავცეთ მომავალ თაობებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებებზე ზრდიან.
განსაკუთრებულ დღეს გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ქართული სიტყვის სილამაზე, სიღრმე და ძალა. თითოეულმა მონაწილემ თავისი წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი დღის ღირსეულად და ლამაზად აღნიშვნაში.
„მადლობა ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და ორგანიზატორს გაწეული შრომისა და მონდომებისთვის. გილოცავთ დედაენის დღეს! დედაენა - ჩვენი ძალაა, ჩვენი ფესვია და ჩვენი სიამაყეა!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა