| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

25 აპრილს, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებიდან ორმოცი დღე შესრულდა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარის საჯარო სკოლამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას პატივსაცემად, მისი სულის მოსახსენებელი ლიფანეს (სვანური საკურთხის) სუფრა გააწყო და ასევე მისი ღვაწლის მოსაგონარი საღამო მოამზადა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პურ-მარილი, რომელიც ძირითადად ქართულის მასწავლებელმა, მარეხ კორძაიამ ითავა, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს დაურიგდათ.
მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი უდიდესი ღვაწლის ქვეყნის წინაშე.
„მასწავლებლებიც, რა თქმა უნდა, გეახელით თითო გემრიელ ლუკმას და ბარემ ჩვენი ღვთივგანსვენებული პატრიარქის შესანდობარიც ვთქვით“,- გვიყვებიან სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა