სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N200 სკოლამ პროექტს - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“- უმასპინძლა
29-04-2026
-
+


გასული კვირის მანძილზე თბილისის N200 საჯარო სკოლა მასპინძლობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტს - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის".

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების განვითარებას რეგიონებში, რაც საშუალებას აძლევს რეგიონის სკოლებში დასაქმებულ ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების პრაქტიკა.

მე-200 საჯარო სკოლა ერთ-ერთი მასპინძელი სკოლაა, რომლის ადმინისტრაცია პროექტის ფარგლებში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრთან.

პროექტში ჩართულ მონაწილეებს სუპერვიზიას თბილისის N200 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი - თამთა საფარაშვილი უწევდა, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება. 

პროექტის მონაწილეები დაესწრნენ საგაკვეთილო პროცესს, გაეცნენ მრავალფეროვან რესურსს და აქტივობებს, რომლის გამოყენებითაც საგნის მასწავლებლები გაკვეთილებზე სამუშაო პროცესს წარმართავენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება