სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა ჩვენი სახლია!“ - ეკოსაგანმანათლებლო კვირეული ივანდიდის საჯარო სკოლაში
30-04-2026
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში, ეკოკლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოეწყო კვირეული სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია!“

კვირეულის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა:

საგანმანათლებლო გაკვეთილები დაწყებით კლასებში: ეკოკლუბის წევრმა მოსწავლეებმა დაწყებით კლასებში ბუნებისმეტყველების გაკვეთილები ჩაატარეს.

გაკვეთილი ინგლისურ ენაში: მეოთხეკლასელებმა ინგლისური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე (მასწავლებელი მაია ჩხეიძე) უცხოურ ენაზე იმსჯელეს დედამიწის პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე. აქტივობის დასასრულს ბავშვებმა თემატური პოსტერი შექმნეს.

 ვიქტორინა: მეხუთე კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა და ეკოკლუბის პრეზიდენტმა,  ბარბარე ჯიშკარიანმა ჩაატარა ვიქტორინა - „დედამიწა ჩვენი სახლია!“

 სადამრიგებლო საათები:

მეორეკლასელებმა (დამრიგებელი ნინო უგულავა) კლასის საათი დედამიწის დღეს მიუძღვნეს და შექმნეს პოსტერი „დედამიწა ჩვენი სახლია!“

მესამე კლასში (დამრიგებელი შორენა ჭავჭანიძე) ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა დევიზით: „22 აპრილი დედამიწის დღეა!“  დედამიწის მოვლაზე იზრუნეს და მისი გადარჩენისთვის საინტერესო გეგმა შეიმუშავეს.

ჩატარდა კლასის საათი მეოთხე კლასში(დამრიგებელი იამზე ფანცულაია), თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია!“

თემატური კლასის საათი ჩატარდა მეხუთე კლასშიც (დამრიგებელი მარიამ ფანჩულიძე).

საინფორმაციო კამპანია: მომზადდა ბუკლეტები, რომლებიც დარიგდა როგორც სასკოლო საზოგადოებაში, ისე თემში. ასევე, დამზადდა პოსტერები, რომლებიც „ეკოკედელზე“ განთავსდა.

მეორადი გამოყენება: ია ტერელაძის ხელმძღვანელობით, მეორადი ნივთებისგან დამზადდა ფანქრების ჩასადებები - „მხიარული სათავსო“, რომლებიც ეკოკლუბმა საჩუქრად თორმეტივე კლასს გადასცა.

კინოჩვენება: მოეწყო ფილმის - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“ - ჩვენება და დისკუსია (მასწავლებელი ელიზა ლიპარტელიანი).

გამწვანების აქცია: მშობლისგან (მაია ჩხეიძე) ეკოკლუბმა საჩუქრად მიიღო ზეთისხილის ნერგი, რომელიც სკოლის ეზოში დაირგო.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება