სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდისა და ქუტირის საჯარო სკოლებს შორის საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მეგობრობა და მოსწავლეთა შეტანილი წვლილი „პატრიარქის ბაღის“ განაშენიანებაში
29-04-2026
-
+


მემორანდუმის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის და სოფელ ქუტირის საჯარო სკოლებს შორის დაწყებული თანამშრომლობა საერთო ინტერესებისა და ფასეულობების გარშემო გაერთიანებული მოსწავლეების ერთობის საუკეთესო მაგალითია.

ეს დღე განსაკუთრებული იყო ივანდიდის საჯარო სკოლის მეათეკლასელებისა და ეკოკლუბის წევრებისთვის, რადგან მათ საკუთარი წვლილი შეიტანეს პროექტის - „პატრიარქის ბაღის“ - განაშენიანებაში.

„გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენმა მეგობარმა სკოლამ თავისი მხარდაჭერით შეგვაძლებინა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება და „მწვანე დროშის“ მოპოვება. რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ეკოკლუბის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია ფეიქრიშვილს და სკოლის დირექტორს, ბატონ ზურაბ თოდუას“, - აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ივანდიდის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლია ჩიხლაძე, მუდმივად მხარს უჭერს ეკოკლუბის ინიციატივებსა და მეგობარ სკოლებთან თანამშრომლობას.

„მადლობა მას ყველა ახალი იდეის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება