სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალქალაქის მერმა უმასპინძლა 
29-04-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა, მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებსა და ახალქალაქის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მერიაში უმასპინძლა.

მერიის „მომავლის სახლის“ დარბაზში გამართული ღონისძიების პირველი ნაწილი, გარემოსდაცვითი კამპანიისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ახალქალაქის №4 საჯარო სკოლისა და მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრი ახალგაზრდები.

ღონისძიების მიზანი გახლდათ ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობა და განათლების მხარდაჭერა, რათა მოსწავლეებმა კინოს საშუალებით შეიმეცნონ გარემოზე ზრუნვის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

აღსანიშნავია, რომ მერიის ახალგაზრდული საბჭო და ახალქალაქის №4 საჯარო სკოლა ერთობლივად ახორციელებენ სასწავლო პროექტს, რომელიც მოიცავს „ინოვაციური გაკვეთილების“ ჩატარებას ბიბლიოთეკაში, მუზეუმსა და კინოში.

მელქონ მაკარიანმა სტუმრებს მერიის შენობა და სამუშაო სივრცეები დაათვალიერებინა, ესაუბრა განათლების მნიშვნელობაზე, მიულოცა სწავლაში მიღწეული წარმატებები და აღნიშნა, რომ განათლების მიღება მხოლოდ ფორმალურ სასწავლო სივრცეში არ ხდება. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას,  სამოქალაქო მხარდაჭერის გაძლიერებას, სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სასწავლო პროცესში წარმატების მიღწევას.

მერმა მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ფილმის ჩვენებასა  და დისკუსიას ასევე ესწრებოდნენ: მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ოლგა მელიქიძე და მერიის ახალგაზრდული საბჭოს ხელმძღვანელი თამარ მიქელაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება