| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი ცნობიერებით გამოირჩევიან.
22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. სკოლის მოსწავლეებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიება. მათ სკოლაში სხვადასხვა გარემოს დაცვის მხარდამჭერი აქტივობა განახორციელეს. შექმნეს პლაკატები დედამიწის დაცვისკენ მოწოდებით. გამოუშვეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“. მოიძიეს ინფორმაცია დედამიწის შესახებ, შექმნეს ბუკლეტები და დაარიგეს, რითაც ხელი შეუწყვეს დედამიწის დაცვის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.
უმცროსკლასელებმა კი თარიღი შემოქმედებითი, ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეების გულწრფელი სიტყვებით და ფერებით გაცოცხლდა ჩვენი პლანეტა თითოეულმა მათგანმა საკუთარი პირობა მისცა დედამიწას, რომ იზრუნებენ მისი უფრო სუფთა, უფრო მწვანე და უფრო მზრუნველი მომავლისთვის. „ცვლილება ჩვენით იწყება! პატარა საქმეები იცავს დიდ სამყაროს!“,- აღნიშნეს ერთად პატარებმა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა