სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი ტრიუმფი და აღიარება ადგილობრივ კონკურსში
28-04-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ხელოვნებისა და ნიჭის ნამდვილი დღესასწაული შედგა. გაზეთ „არშალუისის“ (Arshaluys) მიერ ორგანიზებული კონკურსის - „ნიჭიერი თაობა“ - დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე, განძის შოთა რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შემოქმედებით ძალას საზღვრები არ აქვს. მათ მიერ წარმოდგენილი ორიგინალური ტილოები და ემოციური ლექსები კონკურსის ნამდვილ მშვენებად იქცა.

ფერწერის ნომინაციაში ასია ყაზარიანმა I საპატიო ადგილი დაიკავა, ხოლო ჰრიფსიმე თევანიანი II საპატიო ადგილის მფლობელი გახდა. მათმა ნამუშევრებმა ჟიურის მაღალი შეფასება და დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება დაიმსახურა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სკოლაში შემოქმედებითი აღზრდის მაღალ დონეს.

გამორჩეული იყო მხატვრული კითხვის ნომინაციაც, სადაც ჰრიფსიმე ისპირიანმა ემოციური ლექსით საპატიო II ადგილი მოიპოვა. კონკურსზე საკუთარი ნიჭი წარმატებით გამოავლინეს და სიგელებით დაჯილდოვდნენ ასევე: შოღიკ ისპირიანი (მხატვრული კითხვა), ვენერა პალიანი, ოფელია გრიგორიანი, ლილია ისპირიანი და არევჰატ ყაზარიანი (ფერწერა).

სკოლა ამაყობს თითოეული მათგანით. ეს წარმატება არამხოლოდ პირადი მიღწევა, არამედ სკოლის, მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი შრომის შედეგია. „ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს ამ აღიარებას და ვუსურვებთ, რომ მათი შემოქმედებითი გზა მუდმივი წინსვლისა და ახალი, კიდევ უფრო დიდი აღმოჩენების მომტანი ყოფილიყოს!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება