| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის, საგვაზავოს საჯარო სკოლაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ხსოვნას საღამო მიეძღვნა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს იყო სულიერი სინათლით სავსე საღამო, სადაც თითოეულმა სიტყვამ, ხმამ და მოძრაობამ სიყვარულისა და მადლიერების ნაპერწკალი გააღვიძა.
ღონისძიებაზე სახელწოდებით - „მზიანი ღამე“ მოსწავლე-მასწავლებლებმა გაიხსენეს პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა, მისი უდიდესი ღვაწლის ქვეყნის წინაშე.
„ჩვენი საყვარელი პატრიარქის ლია II-ის ღვაწლი და სიბრძნე კვლავ გვაერთიანებს - როგორც მშვიდი ნათელი, რომელიც გზას გვინათებს მაშინაც კი, როცა სიბნელეა.
ამ საღამოს ბავშვების გულწრფელმა სიტყვებმა, ლექსებმა და პირადმა წერილებმა რომლებსაც თავიანთთვის დაიტოვებენ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ სულიერება არის ძალა, რომელიც მომავალს აშენებს.
„მზიანი ღამე“ იყო არა მხოლოდ ღონისძიება - ეს იყო მადლობის თქმა, ხსოვნის გაღვივება და რწმენის განმტკიცება.
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი - ეს არის გზა, რომელსაც ჩვენი პატრიარქი გვასწავლიდა… და რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა