| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის ბიბლიოთეკის ინიციატივით, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბახვის საჯარო სკოლაში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა სოფლის საამაყო ისტორია. ღონისძიება ბიბლიოთეკარ ხათუნა მჟავანაძის ხელმძღვანელობით გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობისთვის ისტორიული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას.
მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ბარბარე ბაჯელიძემ და დემეტრე ანთაძემ წარმოადგინეს საინტერესო კვლევა იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც გზა ბახვიდან დამფუძნებელ კრებამდე გაიარეს. მათი პრეზენტაცია გამოირჩეოდა სიღრმითა და ისტორიული ფაქტების გააზრებული ანალიზით.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ისეთი გამორჩეული მოღვაწეების ღვაწლზე, როგორებიც იყვნენ გერონტი ქიქოძე, დავით და ქრისტინე შარაშიძეები და ალექსანდრე ლომთათიძე. ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ და ეროვნულ ცხოვრებაში.
პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, რომელშიც მონაწილეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
ბახვის საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია ვაშალომიძემ, მადლობა გადაუხადა ინიციატივის ავტორს, ხათუნა მჟავანაძეს და გაიხსენა არაერთი საინტერესო ისტორია ცნობილი ბახველების ცხოვრებიდან.
მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ფესვების ცოდნა და პატივისცემა. ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ღირსეულად აგრძელებენ სოფლის ინტელექტუალურ ტრადიციას და ნათლად აჩვენებენ, რომ ისტორიული მეხსიერება მათი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა