სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნებაზე ზრუნვა ხომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“ - მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
28-04-2026
-
+


დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ. 

რაღა თქმა მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 21 მარტი - თარიღი, როდესაც მსოფლიო ტყის დაცვის დღეს აღნიშნავს. 

მოსწავლეებმა მოამზადეს კედლის გაზეთი ტყის მნიშვნელობისა და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ. ისაუბრეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მნიშვნელობაზე, გარდა ამისა, ბავშვებმა დარგეს ნერგებიც  და აღნიშნეს, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ გარემოს გაუმჯობესებაში. 

„ბუნებაზე ზრუნვა ხომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“,- განაცხადეს მოსწავლეებმა და საზოგადოებას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში გარემოსადმი სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება