| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„დედამიწა ჩვენი სახლია“ - აღნიშნავენ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს, სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. გაიმართა დასუფთავების აქცია. მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთობლივად დაასუფთავეს სკოლის სტადიონი და პარკი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქტივობის მიზანი იყო გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის გააზრება და ბუნების სისუფთავის შენარჩუნება.
მონაწილეებმა შეაგროვეს ნარჩენები, დაასუფთავეს ტერიტორია და იზრუნეს სკოლის გარემოს გაუმჯობესებაზე.
„მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდებში პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა