სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ენა, რომელიც გვაერთიანებს - დილისკის N1 საჯარო სკოლის ტრიუმფი
27-04-2026
-
+


17 აპრილს „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართული შემოქმედებითი კონკურსის დაჯილდოება შედგა. ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე ესეების კონკურსში გამარჯვება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეემ და მასწავლებელმა მოიპოვეს.

სკოლამ საკუთარი ძალები კონკურსის სამივე ნომინაციაში წარმოაჩინა, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ესეების კონკურსში მოიპოვა.

 მე-11 კლასის მოსწავლე არეგნაზ აღაბაბიანი, თემით „ენა, რომელიც გვაერთიანებს“, პირველი ადგილის მფლობელი  გახდა!

გამარჯვებულის ხმა: „თავიდან ქართული ენა ჩემთვის მხოლოდ რთული გრამატიკა იყო, რომლისაც ძალიან მეშინოდა. მეგონა, ბარიერს ვერასდროს გადავლახავდი, მაგრამ ჩემმა მასწავლებელმა დამანახა, რომ ენა გულია. დღეს ქართული ჩემთვის აღარ არის მხოლოდ საგანი - ის მეგობრობის ხიდია..." - ამბობს არეგნაზი.

სკოლის ღირსებას ასევე წარმატებით იცავდნენ სხვა ნომინაციებშიც:

  • კალიგრაფიაში: სუსანა ქოროიანისა და ჰასმიკ ზოფუნიანის ნამუშევრებმა ქართული დამწერლობის სილამაზე გააცოცხლა.

  • ვიდეორგოლში: სუსანნა გოგორიანმა ემოციური ნამუშევარი „ენა და საზოგადოება“ წარადგინა.

  • ესე; აზნივ კრჯაციანი, არეგნაზ აღაბაბიანი

ამ დიდი გამარჯვების უკან დგას ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი იამზე მსხვილიძე , რომელიც დაჯილდოვდა სახელმწიფო ენის პოპულარიზაციისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

მასწავლებლის როლი: კონსულტანტ-მასწავლებლები თავიანთი დაუღალავი შრომით ცდილობენ, არა მხოლოდ ასწავლონ, არამედ მთელი გულით შეაყვარონ ქართული ენა მოსწავლეებს. დილისკის სკოლის თითოეული ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით, სიღრმითა და იმ იმედით, რომ სახელმწიფო ენის ფლობა არის საუკეთესო გზა სამოქალაქო ერთობისკენ.

ვულოცავთ დილისკის N1 საჯარო სკოლას, არეგნაზსა და ქალბატონ იამზეს ამ ბრწყინვალე აღიარებას! ეს გამარჯვება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მონდომებასა და სიყვარულს საზღვრები არ აქვს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება