სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო-შემოქმედებითი აქტივობების სერია ბეკამის საჯარო სკოლ​აში 
28-04-2026
-
+


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები მომავალ თაობას ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა ქართული ენის დღეს. 

გაიმართა კვირეული, რომელმაც სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართული ენის როლი ერის იდენტობის შენარჩუნებაში. 

საგანმანათლებლო-შემოქმედებითმა დღეებმა სტარტი 2 აპრილს აიღო. 

1. გაიმართა კალიგრაფიული კონკურსი, რომლის მიზანი ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიის პოპულარიზაცია, წერის კულტურის განვითარება და მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარება. (ხელმძღვანელი პედაგოგები - თინა კიკაძე და ლალი კოპაძე);

2. ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი. (ხელმძღვანელი პედაგოგები - თინა კიკაძე, ლალი კოპაძე);

3. მოეწყო მოსწავლეების მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა თემაზე: „ენა დედაა ერისა...“

4.მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი;

5. ინფორმაციული ბუკლეტი - „დედა ენა“. (პედაგოგი -ნატო სომხიშვილი);

6. ბავშვებმა ასევე დაამზადეს პოსტერი - „ენა დედაა - ჩვენ მისი შვილები ვართ!" (პედაგოგი-ნატო სომხიშვილი)

კონკურსში მონაწილეობდნენ მე-3, მე-4, მე- 5, მე -6, მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეები. 

კვირეული მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება