სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტობანიერის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა
27-04-2026
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას. 

ახლახან, მათემატიკის მასწავლებლის - ლენა ფაილაძის ხელმძღვანელობით V, VI და VII კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა მათემატიკის ვიქტორინა, რომელიც უბრალო შეჯიბრებაზე ბევრად მეტი აღმოჩნდა. ეს იყო გონების, ლოგიკისა და სწრაფი აზროვნების ნამდვილი გამოვლინება.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მონაწილეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცოდნასა და მოხერხებულობაში, მაგრამ ამ ყველაფერში - ერთობა და სწავლით მიღებული სიხარული იყო მთავარი. 

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მათემატიკა მხოლოდ ციფრები არ არის - ეს არის აზროვნება, აღმოჩენა და სამყაროს სხვაგვარად დანახვის უნარი.

განსაკუთრებული აქტიურობისთვის ერთ-ერთ, ოქროს, ბიჭს სიგელიც გადავეცით! 

უამრავი ასეთი საინტერესო და სასიამოვნო დღე ჩემო მარგალიტებო თქვენს საყვარელ ლენა მასწავლებელთან ერთად!“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის თანამედროვე მიდგომები.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება