| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვის დედამიწის დღის აღნიშვნა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება აღმოჩნდა.
პედაგოგ ეკატერინე თედეშვილის შეთავაზებული აქტივობები იყო ასაკზე მორგებული, მხიარული და ამავე დროს შემეცნებითი.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში: ისაუბრეს ბუნებაზე და მის მნიშვნელობაზე.
უყურეს მოკლე ვიდეორგოლს გარემოს დაცვაზე, შექმნეს ნამუშევრები თემაზე - „დედამიწა ჩემი თვალით“. ისწავლეს, როგორ უნდა დაიცვან გარემო ყოველდღიურ ცხოვრებაში (ნაგვის დახარისხება, წყლის დაზოგვა და სხვ.)
მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ხატვისა და ხელსაქმის დროს.
მათ გაიაზრეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მის დაცვაზე თითოეული ადამიანი უნდა ზრუნავდეს.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს, როგორც ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებას, ასევე გუნდურ მუშაობასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
„მომავალში სასურველია მეტი პრაქტიკული აქტივობის დამატება (მაგალითად, მცენარის დარგვა). რათა მოსწავლეებმა საკუთარი წვლილი უფრო რეალურად იგრძნონ“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ამ ღონისძიებებით მოსწავლეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა და პოზიტიური გამოცდილება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა