სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები ყვარლის N2 საჯარო სკოლაში
24-04-2026
-
+


დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 მეტ ქვეყანაში.

ამ დღეს ყვარლის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებიც შეუერთდნენ. კლუბის ხელმძღვანელი გახლავთ პედაგოგი ირინა დათუკიშვილი.

ეკოკლუბელებმა მე-3 კლასის მოსწავლეებს, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ პედაგოგი ქეთი კილასონია, გააცნეს და ესაუბრნენ დედამიწის ჩივილსა და ტკივილზე -  თუ  როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ დედამიწას, შევამციროთ ნარჩენები, დავზოგოთ ელექტროენერგია, დავიცვათ ტყე განადგურებისაგან, დაბინძურებასა და ხანძრისაგან, რადგან ტყე დედამიწის „ფილტვებია“.

შედგა კითხვა-პასუხის რეჟიმი, ბავშვები ხალისით პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს.

პირველ კლასში, რომლის ხელმძღვანელია პედაგოგი მაგდა ბაბლომაშვილი, ბავშვებმა სხვადასხვა აქტივობები შეასრულეს. ხელოვნების მასწავლებელმა, მაია ბეჟანიშვილმა ბავშვებს დაურიგა გასაფერადებლები დედამიწის დღესთან დაკავშირებით.

ეკოკლუბელები, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მე-9 კლასელებსაც (ხელმძღვანელი პედაგოგი  ეკა ბაკურაძე) ესტუმრნენ. მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა სახის ვიქტორინა და დაფაზე დახატეს დედამიწა. შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები.

ეკოკლუბელებმა მოსწავლეებს გაახსენეს ამ გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიების შექმნის ისტორია. 

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2016 წელს, დედამიწის დღეზე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის და სხვა 120 ქვეყნის მიერ ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის მქონე „პარიზის შეთანხმებას“, რის შედეგადაც უნდა ამოქმედდეს ისტორიული კლიმატის დაცვის შეთანხმება, რომელიც 2015 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მონაწილე 195 სახელმწიფომ დადო პარიზში.

1969 წელს სან-ფრანცისკოში გამართულ იუნესკოს კონფერენციაზე, მშვიდობის აქტივისტმა ჯონ მაკკონელმა წამოაყენა აზრი შექმნილიყო დედამიწის და მშვიდობის ცნების პატივსაცემი დღე და ის პირველად აღნიშნულიყო 1970 წლის 21 მარტს, გაზაფხულის პირველ დღეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.  მოგვიანებით, მაკკონელმა ამ დღის შესახებ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელსაც ხელი მოაწერა გაეროს გენერალურმა მდივანმა უ ტანმა. ერთი თვის შემდეგ შეერთებული შტატების სენატორმა გეილორდ ნელსონმა გარემოზე სამსჯელოდ დააფუძნა ცალკე დედამიწის დღე, რომელიც პირველად 1970 წლის 22 აპრილს გაიმართა. ნელსონმა მისი სამსახურისთვის მოგვიანებით თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიიღო.

22 აპრილის დედამიწის დღე კონცენტრირებული იყო შეერთებულ შტატებზე, თუმცა დენის ჰეიესმა, რომელიც 1970 წელს თავდაპირველი საყოველთაო ორგანიზების კოორდინატორი იყო, შექმნა ორგანიზაცია, რომელმაც ამ დღეს საერთაშორისო სახე მისცა და 141 ქვეყანაში გაუკეთა ორგანიზება. მრავალი გაერთიანება დედამიწის კვირას აღნიშნავს, ერთ კვირიანი აქტივობები, რომელიც გარემოს იმ პრობლემებს ეხება, რის წინაშეც მსოფლიო დგას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება