სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვიყვარდეს წიგნი - ცოდნის წყარო!“ - წიგნიერების დღესასწაული ბარდნალის საჯარო სკოლაში
24-04-2026
-
+


23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა, რომელიც იუნესკომ 1993 წელს გამოაცხადა იმის გათვალისწინებით, რომ 23 აპრილი მსოფლიოს კლასიკოსი მწერლების - მიგელ დე სერვანტესისა და ლოპე დე ვეგას გარდაცვალებისა და უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვაელების დღეა.

ეს მნიშვნელოვანი დღე ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა:

სკოლის დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანი სასკოლო საზოგადოებას ჯერ წიგნის როლსა და წიგნიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა, შემდეგ კი მეათეკლასელმა მოსწავლეებმა: ლუკა მეიშვილმა და თეონა ხეცურიანმა წარმოადგინეს შემეცნებითი და საინტერესო პრეზენტაცია, რომელიც მისივე დახმარებით მოამზადეს.

ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ საინტერესო ნამუშევრების ავტორები: ნორჩი მხატვრები; საუკეთესო ავტორი - „წერილი საყვარელ მწერალს“; მეექვსეკლასელებმა ისაუბრეს ერთობლივად წაკითხულ გიორგი კეკელიძის წიგნზე -„კუპატას თავგადასავალი“; მერვეკლასელებმა წარმოადგინეს საინტერესო ვიდეოინტერვიუ სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან წიგნსა და წიგნიერებაზე; მეათეკლასელმა დეკლამატორებმა ნინი ხეცურიანმა და ლუკა მეიშვილმა წაიკითხეს იუბილარი მწერლის უილიამ შექსპირის სონეტი და ლადო ასათიანის ლექსი.

მეექვსეკლასელი ბექა თუთისანი კი დაჯილდოვდა ნომინაციაში - „წიგნის მჩუქნელი“, რომელმაც დილით, პირველ გაკვეთილზევე ქართულის მასწავლებელი და იუბილარი თანაკლასელი წიგნებით დაასაჩუქრა.

„სიმბოლურია ისიც, რომ დღეს დაბადების დღე აქვს ჩვენი სკოლის მეექვსეკლასელ ჯონი ნემსწვერიძეს, რომელმაც „ტვინების ბრძოლაში“, „ეტალონსა“ და „კინგსის“ ოლიმპიადებში უმაღლესი შედეგები არაერთხელ აჩვენა, როგორც სკოლის ნორჩი წიგნიერი მოსწავლე, სიგელითა და წიგნით დაჯილდოვდა“,- გვეუბნება სკოლის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ამ დღის საინტერესო და სახალისო დღის სლოგანი იყო:

გვიყვარდეს წიგნი , რომ

გვერქვას წიგნიერი!

ვაჩუქოთ ერთმანეთს წიგნები!

წიგნი საუკეთესო მეგობარია!

„ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა ყველას გილოცავთ წიგნის საერთაშორისო დღეს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და გვიზიარებენ მერვეკლასელთა წარმატებული დებიუტს - სკოლის დირექტორთან, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ მთვარისა ახვლედიანთან და პედაგოგებთან ჩაწერილ ინტერვიუს წიგნსა და წიგნიერებაზე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება