სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა საზღვრებს მიღმა“ - გუმბათის საჯარო სკოლაში, პროექტის ფარგლებში, საინტერესო შეხვედრა ჩატარდა
27-04-2026
-
+


 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საგანმანათლებლო დღეები მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში კი არაერთი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

მათ შორის, დედაენის კვირეულის განმავლობაში, პროექტის - „ენა საზღვრებს მიღმა“ - ფარგლებში სკოლაში შეხვედრა ჩატარდა.

მოსწავლე-მასწავლებლები საქართველოს საზღვრებს მიღმა მცხოვრებ თანამემამულეებს დაუკავშირდნენ. 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ:

  •  ფატმა ილდიზ დურსუნი - ხენდეკი (თურქეთი);
  •  სოფო ონიკაშვილი - ფერეიდანი (ირანი);
  •  მარიამ ზურაბაშვილი - საინგილო (აზერბაიჯანი).

სტუმრებმა მოსწავლეებს გაუზიარეს პირადი ისტორიები, ისაუბრეს იმ გამოწვევებსა და ყოველდღიურობაზე, რაც თან სდევს უცხო გარემოში ქართული იდენტობის შენარჩუნებას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველაზე შთამბეჭდავი იყო იმის მოსმენა, თუ როგორ უფრთხილდებიან, როგორ იცავენ და რა განსაკუთრებული სიყვარულით აგრძელებენ ქართულ ენაზე საუბარს საუკუნეების მანძილზე.

„მათმა მაგალითმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართული ენა არის ის უხილავი ხიდი, რომელიც ყველა ქართველს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სამშობლოსთან აკავშირებს.

​მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს, საინტერესო შეხვედრისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეხვედრას ორგანიზება გაუწიეს პედაგოგებმა - ირა ძირკვაძემ და ციცინო გობაძემ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება