სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან სამხედრო მოსამსახურეებმა საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს
01-05-2026
-
+


თბილისის N28 საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს. 

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უფროსკლასელებს შეხვდნენ. სტუმრებმა მოსწავლეებს გააცნეს სამხედრო წოდებები, მათი მნიშვნელობა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები.

ასევე ისაუბრეს სამხედრო სასწავლებლებისა და აკადემიური პროგრამების შესახებ, რაც ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიული არჩევანის სწორად გაკეთებაში.

„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით გააცნეს თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანები, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები.

მოსწავლეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაციები საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ. ისინი დაინტერესდნენ საქართველოს ეროვნული გმირებით, მათ უშუალოდ ჯარისკაცებისაგან მოისმინეს თითოეული მათგანის გმირობის ისტორია.

შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა.

პროექტი „ჩვენი ჯარი“ ითვალისწინებს მოზარდებსა და ახალგაზრდებში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ცნობადობის ამაღლებას, ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის ხელშეწყობას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება