სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იხტილის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კალიგრაფიის კონკურსი მიეძღვნა 
24-04-2026
-
+


14 აპრილს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში კალიგრაფიის კონკურსი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ხელწერის სილამაზე და სიზუსტე წარმოაჩინეს. თითოეულმა მონაწილემ გულმოდგინედ დაწერა შერჩეული ტექსტი, დაიცვა წერის წესები და განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ასოების ფორმასა და სისუფთავეს.

საკონკურსო ნამუშევრები ჟიურიმ ყურადღებით შეაფასა. შეფასებისას გათვალისწინებული იყო წერის სისწორე, სისუფთავე, ჰარმონია და ესთეტიკური მხარე. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ის მოსწავლეები, რომელთა ნამუშევრებშიც იგრძნობოდა შრომა, მონდომება და სიყვარული ქართული ანბანის მიმართ.

კონკურსის ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. თუმცა ეს დღე მნიშვნელოვანი იყო ყველა მონაწილისთვის, რადგან თითოეულმა მათგანმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საკუთარი უნარების გაუმჯობესებისკენ.

„კალიგრაფიის კონკურსმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ლამაზი წერა მხოლოდ უნარი კი არა, ხელოვნებაც არის. მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს შთააგონებს, განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და მეტი სიყვარულით მიუდგნენ სწავლას“,- აღნიშნავენ სკოლაშიი. 

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი მელანია ამირშადიანი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება