სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეშთაშენის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე, ტრადიციულად, გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა 
23-04-2026
-
+


22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. დღესასწაული, რომელიც გარემოს დაცვის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.

გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას აქტიურად შეუერთდა  წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლა, სადაც ტრადიციულად,  ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე-მასწავლებლების ჩართულობით დასუფთავების აქცია მოეწყო. 

მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, დაასუფთავეს სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია და სხვებსაც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს - „დავიცვათ ჩვენი საარსებო გარემო, ვიზრუნოთ და გავუფრთხილდეთ დედამიწას“. 

სკოლის მე-7 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა კი დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ვიდეორგოლი მოამზადეს სახელწოდებით - „გავუფრთხილდეთ დავიცვათ ჩვენი დედამიწა“. 

გეოგრაფიის მასწავლებელმა, ლალი სვიმონიშვილმა და მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია და მოაწყვეს ფილმის ჩვენება, ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო მაკეტი და ნახატი. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება