| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედამიწა რომ ჩვენი საერთო სახლია და მას დაცვა და მოფრთხილება სჭირდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა. პედაგოგ გურანდა ბერიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა ღონისძიება, რომელმაც მოსწავლეებს ბუნების დაცვის მნიშვნელობა და თითოეული ჩვენგანის ეკოლოგიური პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ გაახსენა.
„დედამიწის დღესთან დაკავშირებით lll-lV კლასის მოსწავლეებთან ერთად ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი დღე გავატარეთ. ბავშვებმა დიდი მონდომებით მოამზადეს პრეზენტაციები, სადაც ისაუბრეს დედამიწის მნიშვნელობაზე, ბუნების დაცვაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა საკუთარი აზრი გამოთქვეს, ისაუბრეს გარემოს დაბინძურების პრობლემებზე და იმ პატარა ნაბიჯებზე, რომლითაც თითოეულ ადამიანს შეუძლია დედამიწის დაცვაში წვლილი შეიტანოს.
აქტივობა სკოლის ეზოში გაგრძელდა, სადაც ბუნებასთან ახლოს ყოფნამ ბავშვებს კიდევ უფრო გაახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. ერთად ვიმღერეთ დედამიწისადმი მიძღვნილი სიმღერა და კიდევ ერთხელ გავიაზრეთ რომ ჩვენი პლანეტა ჩვენი საერთო სახლია.
ეს დღე ბავშვებისთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ ბუნების სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გაძლიერების დღე იყო.
დედამიწა – ჩვენი საერთო სახლია თუ ყველა ვიზრუნებთ გარემოზე, იგი კიდევ უფრო ლამაზი და სუფთა იქნება“,- აღნიშნავს პედაგოგი და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
იხილეთ ვიდეო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა