| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში 22 აპრილი განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღინიშნა.
ეს იყო ინტეგრირებული ღონისძიება, რომელმაც ერთიან კონტექსტში გააერთიანა ქართული ენისა და ბილინგვური სწავლების ხელოვნება-ბუნების საგნები.
წარმოდგენილ პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოფრთხილება სჭირდება.
ბილინგვური სწავლების ფარგლებში, ხელოვნება-ბუნების მასწავლებელმა, შირაზ ჩახოიანმა მე-3 - მე-4 კლასელებთან ერთად საინტერესოდ განიხილა გარემოსდაცვითი საკითხები, პარალელურად ქართლის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის სოფიო ბერიძის ხელმძღვანელობით საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მოამზადეს შემეცნებითი პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ისაუბრეს ამ დღის დაარსების ისტორიაზე.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, საგნებს შორის ამგვარმა კავშირმა მოსწავლეებს საშუალება მისცა საკითხი სხვადასხვა რაკურსით დაენახათ.
დღის კულმინაცია კი მოსწავლეთა შემოქმედება იყო, მერვე კლასის მოსწავლემ წოვინარ ტონოიანმა ვაჟა-ფშაველას უკვდავი სტრიქონები - „ბუნება მბრძანებელია“ ფერებში გააცოცხლა.
მე-9 კლასის მოსწავლე ვენერა ვართანიანმა თავისი ნამუშევრებით დაგვაფიქრა ჩვენს როლზე ბუნების გადარჩენაში, გვესაუბრა დედამიწის ტკივლსა და სილამაზეზე. ხოლო ამავე კლასის მოსწავლე მანანა კალოიანმა გულწრფელი ჩანახატით დაგვანახა ბუნების უკვდავება და სილამაზე“,- გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების დასასრულს, სიმბოლურად მე-9 კლასის მოსწავლეებმა დავრგეთ კლასის ეზოში სხვადასხვა ხილის ხე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა