სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეჩხეთურის საჯარო სკოლაში დედამიწის მსოფლიო დღე საინტერეო, საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა 
23-04-2026
-
+


22 აპრილს, მსოფლიოში აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღი  დედამიწის დღე, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნების სიყვარულის გაღრმავებას ემსახურება. ამ მნიშვნელოვან დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაც შეუერთდა და ჩაატარა მრავალფეროვანი და შინაარსიანი ღონისძიება.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, რომლებიც ეხებოდა დედამიწის დაცვას, ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესის მნიშვნელობას.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა.

„სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი აქტივობების ჩატარებას, რათა ახალგაზრდებში გაძლიერდეს გარემოზე ზრუნვის კულტურა და პასუხისმგებლობის გრძნობა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება