სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვზრუნავთ დედამიწაზე, ჩვენს სკოლაზე და ჩვენს მომავალზე!“ - სამთაწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოს დაცვის სადარაჯოზე 
23-04-2026
-
+


22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. ეს დღე გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა ჩვენი საერთო სახლია და მას ზრუნვა, სიყვარული და გაფრთხილება სჭირდება. სწორედ ამ იდეით გაერთიანდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის მთელი საზოგადოება.

სკოლის დირექციამ, ადმინისტრაციამ, ტექნიკურმა პერსონალმა, მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და თანამშრომლებმა ერთად განახორციელეს არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა: დაასუფთავეს სკოლა, საკლასო ოთახები, მოუარეს ოთახის მცენარეებს, განსაკუთრებულად მოაწესრიგეს სააქტო დარბაზი და მოსწავლეთა ასაკის შესაბამისად სკოლაში ახალი მერხები და სკამებიც გაანაწილეს.

„ეს იყო დასუფთავებაზე მეტი, ეს იყო დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად დიდი ძალა აქვს ერთიანობას, ზრუნვასა და საერთო პასუხისმგებლობას“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში და სასკოლო საზოგადოებაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება და იმ ღირებულების გაცნობიერება, რომ სუფთა და მოწესრიგებული გარემო თითოეული ჩვენგანის მონაწილეობით იქმნება.

პროექტის შედეგი კი ნათლად გამოჩნდა: სკოლა გახდა უფრო სუფთა, ლამაზი და მოწესრიგებული, ხოლო თითოეულ მონაწილეს კიდევ უფრო გაუძლიერდა პასუხისმგებლობის, შრომის სიყვარულისა და საერთო საქმის პატივისცემის გრძნობა.

სკოლის დირექტორი ეკატერინე ჩიტაური გულითად მადლობას უხდის სკოლის ყველა წევრს, ვინც ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გახადა და წვლილი შეიტანა სკოლის გალამაზებასა და კეთილმოწყობაში.

„ერთად ვზრუნავთ დედამიწაზე, ჩვენს სკოლაზე და ჩვენს მომავალზე!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება