| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუასურების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საზეიმოდ აღინიშნა. ეს დღეები სკოლისთვის მხოლოდ კალენდარული თარიღი არ ყოფილა; ეს იყო ქართული სიტყვის, იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მემკვიდრეობისა და ჩვენი ეროვნული იდენტობის ნამდვილი დღესასწაული. კვირეულის ფარგლებში გამართულმა აქტივობებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლიური ენის სიყვარულის გაღვივებას სკოლის მერხიდანვე, სადაც იდგმება პირველი ნაბიჯები დიდი ცოდნის სამყაროში.
კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი გახლდათ ღია გაკვეთილი, რომელიც პირველ და მესამე კლასებში ჩატარდა. პედაგოგმა შორენა ტრაპაიძემ შეძლო შეექმნა საგაკვეთილო გარემო, სადაც აკადემიური სიზუსტე და შემოქმედებითი თავისუფლება ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს. მისი პროფესიონალიზმი გამოჩნდა მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომისას - მან შეძლო თითოეული ბავშვის პოტენციალის დანახვა და მათი ჩართვა საერთო საგანმანათლებლო ფერხულში, რაც სასწავლო პროცესს განსაკუთრებულ ხარისხს სძენდა.
საგაკვეთილო პროცესი დატვირთული იყო მრავალფეროვანი, თემატური აქტივობებით - შორენა მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეულმა მეთოდოლოგიამ პატარებს საშუალება მისცა, არა მხოლოდ მიეღოთ ინფორმაცია, არამედ თავად გამხდარიყვნენ ისტორიის ნაწილი.
ეს აქტივობა გახლდათ სიყვარულით დაგებული ხიდი წარსულსა და მომავალს შორის, სადაც მთავარი გზამკვლევი „დედაენაა“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა