სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაჭატიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო საგანმანათლებლო -შემოქმედებითი აქტივობებით აღინიშნა 
23-04-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის სომხურენოვან საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა. ჩვენი პლანეტის მოფრთხილებისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობით ისაუბრეს.

გამორჩეულია აქტივობა ფერადი კონტინენტები:

ბილინგვური სწავლების მასწავლებლის, ასია ჯორკნციანის ხელმძღვანელობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზო „მსოფლიო რუკად“ აქციეს. მათ ასფალტზე ცარცით კონტინენტები დახატეს, რითაც სიმბოლურად გამოხატეს ზრუნვა მთელ მსოფლიოზე.

საინტერესო იყო შემეცნებითი პრეზენტაციები:

გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნაირა სარქისიანმა, მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინა. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ თავად ბავშვებიც - მათ ისაუბრეს ეკოლოგიურ გამოწვევებსა და იმ ნაბიჯებზე, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა დედამიწის გადასარჩენად უნდა გადადგას.

„ეს დღე კიდევ ერთი შეხსენება იყო იმისა, რომ ჩვენი საერთო სახლის მოვლა ყველას ვალია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება