სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემოსურების საჯარო სკოლაში დედამიწის მსოფლიო დღე საინტერესო ეკოაქტივობებით აღინიშნა 
24-04-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას ასწავლიან და მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

რაღა თქმა უნდა, სკოლაში აქტიურად აღინიშნა დედამიწის მსოფლიო დღე. 

ეს გლობალური გარემოსდაცვითი დღესასწაული  მე-2 კლასელებმა, ბუნების გაკვეთილზე აღნიშნეს და გამართეს აქტივობა - „დედამიწა ჩვენი სახლია!“

სწორედ ასეთი წარწერა ამშვენებს მე-2 კლასელთა შექმნილ პლაკატებს, პოსტერებს.

„ჩვენ სურვილების ხეც გვაქვს, რომელზეც ყოველ წელს სურვილებს ვათავსებთ. ამ დღეს განსაკუთრებული გარემოსდაცვითი სურვილებით აჭრელდა ხე. მას ახალი ფოთლები შეაბეს როგორც დაწყებით საფეხურის მოსწავლეებმა, ისე უფროსკლასელებმაც. 

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შემდეგი აქტივობა იყო -  ულამაზესი მდინარე სუფსას მონახულება და მისი სანაპირო ზოლის დასუფთავება. 

აქ, ხეობისკენ გავეშურეთ სადაც მდინარე სუფსის ნაპირის დასუფთავებას შევუდექით, თან დავტკბით ჩვენი ხეობის სილამაზით.

შემდეგ გადავინაცვლეთ სკოლის ეზოს შემოგარენის დასუფთავებაზე. მისია - რომ დავრგოთ ბევრი მცენარე, ხე, ყვავილი მოსწავლეებს დავალებად გადაეცათ.

„ჩვენ გვიყვარს დედამიწა!“
„გადავარჩინოთ დედამიწა!
„დავიცვათ დედამიწა!"
"ვისწავლოთ და სხვებსაც ვასწავლოთ ნარჩენების დახარისხება, რომ შევამსუბუქოთ ბუნებაში შხამქიმიკატები!" - აი, ასეთი სურვილებით დავამთავრეთ ჩვენი დღევანდელი აქტივობა“,- 
წერს დაწყებითი კლასების მასწავლებელი მანანა ბარამიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება