სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ეკოაქტივობები 
23-04-2026
-
+


ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ. 

lა კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის - მაია ყულეჯიშვილის ხელმძღვანელობით, დიდი სიხარულით შეუერთდნენ დედამიწის დღის აღნიშვნას. 

პედაგოგი პატარებს ამ დღის მნიშვნელობასა და მიზნებზე ესაუბრა. აუხსნა, რომ 22 აპრილი გამორჩეული თარიღია, რადგან ადამიანები დედამიწის დღეს აღნიშნავენ, რათა გამოხატონ თავიანთი სიყვარული და გამოიჩინონ მზრუნველობა ჩვენი პლანეტის მიმართ. ეს ყველაფერი დაიწყო 1970 წელს, როდესაც ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა გადაწყვიტა, რომ ადამიანებისთვის აეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვა. მან მოაწყო დიდი ღონისძიება. სადაც მთელი ქვეყნიდან შეიკრიბნენ ადამიანები, რათა ესაუბრათ პლანეტის დაცვის მრავალფეროვან გზაზე.

იმ დროს ბევრი ადამიანი იყო შეშფოთებული ჰაერის დაბინძურებისა და სხვა გარემოსდაცვითი პრობლემების გამო. მათ სურდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ დედამიწა კვლავ ჯანსაღი და ლამაზი ადგილი იქნებოდა მომავალი თაობებისთვის. ღონისძიებამ კარგად ჩაიარა და დედამიწის დღის აღსანიშნავ პირველ ღონისძიებაში 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა!

მას შემდეგ დედამიწის დღე გლობალურ მოვლენად იქცა, მთელ მსოფლიოში ადამიანები მას აღნიშნავენ ხეების დარგვით, ნაგვის შეგროვებითა და ინფორმაციის გავრცელებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ პლანეტა.

„მიუხედავად იმისა, რომ პატარები ვართ, შეგვიძლია დიდი ცვლილება მოვახდინოთ, თუ ერთად ვიზრუნებთ ჩვენს პლანეტაზე. თქვენ რას გააკეთებთ დედამიწის დღეს?“,- მიმართა პედაგოგმა მოსწავლეებს და საუკეთესოდ შედეგიც დადგა. 

პატარებმა დამრიგებელთან ერთად დაასუფთავეს სკოლის ეზო და საკუთარი წვლილი შეიტანეს გარემოზე ზრუნვაში. ბავშვებმა ხალისითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს.

„მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია და დიდი ცვლილებები სწორედ ასეთი პატარა, გონივრული ნაბიჯებით იწყება.

მადლობა ჩვენს პატარა შემოქმედებს! გვჯერა, რომ მუდამ ასეთი მზრუნველი და აქტიური მოქალაქეები იქნებით!“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება