| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N37 საჯარო სკოლაში ქართულმა სულმა იზეიმა. გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.
კომპოზიცია - „ანბანის აღლუმი იაკობის ბაღში” საოცარი ემოციით წარადგინეს IIა კლასის მოსწავლეებმა.
მოსწავლეებმა აქეს და ადიდეს ქართული ენა, აღნიშნეს მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და დამწერლობის უნიკალურობა. მისი სიდიადეს ცნობილი ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა. რა თქმა უნდა, არც იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი დავიწყებიათ და აღნიშნეს მისი შექმნილი „დედა ენის“ როლი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში.
ღონისძიება დამრიგებლის - თამარ ბერაძის ხელმძღვანელობით დაიდგა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა