სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-8 კლასელებისთვის კალიგრაფიის კონკურსი მოეწყო 
01-05-2026
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. გაიმართა კვირეული, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა გაიმართა. 

დედა ენის კვირეულით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლალი ტუკვაძემ მე-8ა კლასში (კლ. ხელმძღვანელი ლ.რობაქიძე)  კალიგრაფი​ის კონკურსი დაგეგმა. 

როგორც პედაგოგი გვეუბნება, ამას გარკვეული მიზანი ჰქონდა: ტელეფონსა და ინტერნეტში ეკრანებთან მიჯაჭვულ ბავშვებს გაუუარესდათ კალიგრაფია. ამას ადასტურებს მათი წერითი ნაშრომებიც, რომლებშიც ზოგჯერ სიტყვების ამოკითხვა ძნელდება.

14 აპრილს, დედაენის დღეს მასწავლებელმა კლასს ინფორმაციის დონეზე გააცნო ქართული ანბანის შექმნის სამეცნიერო ვერსიები, ესაუბრა ნუსხა-ხუცური, მრგვლოვანი და მხედრული ანბანის განვითარების პერიოდებზე და საგანგებოდ აღნიშნა, რომ მსოფლიოში გავრცელებულ 14 დამწერლობას შორის ჩვენი ქართული ასოთა დაწერლობა შესულია ულამაზეს დამწერლობათა სამეულში. კიდევ ერთხელ შეახსენა მოსწავლეებს, რომ ყველა მათგანის ვალია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და მათ შორის გამორჩევით - ქართულ ანბანს.

მოსწავლეებს დაურიგდათ ნიმუშად გოდერძი ჩოხელის „თევზის წერილებიდან“ ამონარიდი, რომელიც ლამაზად უნდა გადაეწერათ. მიეცათ განსაზღვრული დრო წერითი დავალების შესასრულებლად.

ნაწერების შემოწმება-შედარების შემდეგ გამოვლინდნენ საუკეთესო კალიგრაფიის მქონე მოსწავლეები: თეკლა მარგველაშვილი, ელენე ხურციძე, მათე მახათაძე, ბარბარე დათიაშვილი, თეკლა გრიგოლაშვილი, საბა გუგუციძე და ელენე კოღუაშვილი.

გამარჯვებულ მოსწავლეებს მიეცათ შანსი, მონაწილეობა მიიღონ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მასწავლებელ თამარ მეზურნიშვილის ინიციატივით მიმდინარე პროექტში: „ ჩვენი ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი.

„ისინი ამით დატოვებენ კვალს სკოლის ისტორიაში“,- დასძენს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება