სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის გადარჩენა-გამრავლებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს 
23-04-2026
-
+


22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის კლუბ „საფიხვნოს“ წევრებმა განახორციელეს აქტივობა - „დედამიწა ჩვენი სახლია!“. 

აქციის ფარგლებში მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზის გადარჩენა და გამრავლება, მოიძიეს კოლხური ბზის ტოტები, დაამზადეს კალმები და დააფესვიანეს, შედეგად კი კოლხური ბზით დაამშვენებენ გურულ ეზოებს, ასევე  ბავშვებმა დაამზადეს პოსტერები, წიგნის სანიშნები, ბუკლეტი. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში ჩართული იყვნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი მანონი მამალაძე, რომელმაც საინტერესო პრეზენტაცია წარადგინა.

კლუბ საფიხვნოს წევრებმა პატარებს ამ თემასთან დაკავშირებით შექმნილი წიგნის სანიშნეები გადასცეს.

აქტივობა მუსიკალურად გააფორმა და საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა მეექვსე კლასის დამრიგებელმა, ნინო მახარაძემ.

საკუთარი საქმიანობით შევეცადეთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეგვეტანა.

აქტივობა პროექტის - „saving the planet“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი  e-twinning-ის  პლატფორმაზე ხორციელდება და მასში მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე სკოლაა ჩართული. 

აქტივობის ინიციატორი კლუბ ,,საფიხვნოს“ კურატორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნათელა ღლონტი  გახლავთ.

პედაგოგი მადლობას უხდის კოლეგბს ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება