| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ბუნების დაცვას ასწავლიან და ბავშვებს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში ეხმარებიან.
22 აპრილს მსოფლიომ დედამიწის დღე აღნიშნა. სკოლაში გარემოსდაცვითი დღეს ორიგინალურად გამოეხმაურნენ. ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა.
გამოფენაში მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
ხელოვნების პედაგოგმა - თამარ კელაპტრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას (პედაგოგებს,მოსწავლეებს და მშობლებს) წარუდგინა - „პატარა მხატვრების“ შემოქმედება, სადაც იგრძნობოდა თვითოეული მოსწავლის სიყვარული ბუნებისადმი.
მათმა შემოქმედებამ არაერთხელ გააოცა და მოხიბლა დამსწრე საზოგადოება. მათ წასახალისებლად გადაეცათ სიგელები.
დირექტორმა ნათელა გორგაძემ მადლობა გადაუხადა ხელოვნების პედაგოგ თამარ კელაპტრიშვილს ,მოსწავლეებს და მათ მშობლებს თანადგომისთვის და ყურადღებისთვის.
გახარებულმა პედაგოგმა და მოსწავლეებმა კიდევ ახალი გამოფენის მოწყობა დაგეგმეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა