სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენაი შემკული და კურთხეული“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის ქართული ენის კლუბმა ღია მეცადინეობა ჩაატარა
30-04-2026
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს ქართული ენის კლუბი „ენაი შემკული და კურთხეული“, რომელსაც ხელმძღვანელობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ია ჩინჩალაძე. კლუბში  გაერთიანებული არიან დაწყებითი და საბაზო საფეხურის (VIა-VIIIგ კლასები) მოსწავლეები. 

16 აპრილს კლუბმა, ღია მეცადინეობა ჩაატარა. კლუბის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის გრამატიკისა და მართლწერის აქტუალურ საკითხებზე საინტერესო პრეზენტაციები შესთავაზეს.

საინტერესოა მე-6 კლასელთა ხედვა გრამატიკაზე.

VIა კლასის მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს მართლწერის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე:

• ანასტასია ორბელაძემ და მარიამ ძინძიბაძემ წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელის ფუძის კუმშვის შესახებ;

• ბარბარე ჯებაშვილმა მიმოიხილა ნაცვალსახელთა მართლწერის წესები;

• ლიკა ჭელიძემ ისაუბრა სიტყვა „ნახევარის“ სახელებზე დართვის თავისებურებებზე;

• მარიამ ჯანელიძემ და ბარბარე შვანგირაძემ განმარტეს სახელითა და გვარის ერთად ბრუნვის საკითხი;

• ელენე ხურციძემ და თებეა სორდიამ კი მსმენელებს დეფისის გამოყენების წესები გააცნეს.

VIIIგ კლასის მოსწავლეებმა უფრო რთული ენობრივი საკითხები დაამუშავეს, რომლებიც ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტით არის გათვალისწინებული:

• რთული სიტყვების მართლწერაზე თამარ მანაგაძემ და მარიამ გორდულაძემ ისაუბრეს;

• ზმნაში სუბიექტის რიცხვის ასახვისა და თემის ნიშნების საკითხები ანა გეგუჩაძემ, მარიამ ქობულაძემ და მათე რუხაიამ მიმოიხილეს;

• ზმნისწინთა მართლწერასა და საინტერესო პრეზენტაციას, თემაზე – „სწორია/არასწორია“ – ქეთი ხაჭაპურიძე და თამარ მანაგაძე გაუძღვნენ;

• ასევე, განხილულ იქნა მეშველი ზმნების გამოყენება (მათე რუხაია) და სათაურების მართლწერა (მარიამ ქობულაძე, მარიამ გორდულაძე).

კლუბის მეცადინეობას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე და საგნის მასწავლებლები: ნინო ლიპარტელიანი, სალომე შავგულიძე, დარეჯან ნემსაძე, ნონა შველიძე, ბელა სვანიძე, ვალიდა კვირიკაშვილი; VIა-VIIIგ კლასების დამრიგებლები - სოფიო გველესიანი და შორენა კოხრეიძე.

მეცადინეობის დასასრულს ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მოსწავლეებმა კარგად გააცნობიერეს ქართული ენის, როგორც აზროვნების, თვითგამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალების, უდიდესი მნიშვნელობა. ღია მეცადინეობაზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი სავარჯიშოები და საკითხები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეების მიერ ქართული ენის გრამატიკის უკეთ დაუფლებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება