სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი ენა ქართული“ - შთამბეჭდავი პროექტი ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 
29-04-2026
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე, ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით იზრდებიან. 

„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა“… - ბრძანებდა დიდი იაკობი...

1978 წლის 14 აპრილი...თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაწყებულმა პროტესტმა ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი შეუნარჩუნა, ხოლო 1990 წელს, ქართველი ხალხის მიერ 1978 წელს მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად, 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

სწორედ რომ... სულისა და გულის, ნიჭიერების, კრეატივის, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების, ინდივიდუალური ხედვისა და მიდგომის, ბგერისა და ფერწერის ჰარმონიულად შერწყმა-შეზავების სურნელისა და გემოს შეცნობის მოკრძალებული, მაგრამ ამაღლებული განწყობით წარმოდგენილი პროექტი გახლდათ ამ ყველაფრის უტყუარი დასტური, რომელიც 14 აპრილს განხორციელდა ქუთაისის N40 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, სახელწოდებით: „ ჩემი ენა ქართული“,- აღნიშნავენ სკოლაში და შთამბეჭდავი პროექტის შესახებ გვიყვებიან:

პროექტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

1. მინი თეორიული კონფერენცია თემაზე: „ენაი შემკული და კურთხეული“ (სკოლის XI კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით);

2. ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე: „ხალხი, ერი დედაა ენისა“ (სკოლის VIII- IX კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით);

3. შემოქმედებითი ტური: „დედა ენამ მისცა ფრთები ქართველთ ცაში ასაფრენად“... (ნორჩი შემოქმედნი- წერა და ფერწერა) (სკოლის VI- XI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით);

სკოლის სააქტო დარბაზში წარმოდგენილი იყო მე-9 კლასის მოსწავლეთა მიერ უკიდეგანო ფანტაზიითა დ გემოვნებით შესრულებული კალიგრამები.

პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვალიდა კვირიკაშვილი, ასისტენტები: ისტ-ის მასწავლებელი თამთა გაჩეჩილაძე, XI კლასის მოსწავლე მარიამ დათუაძე, სკოლის თვითმმართველობის საბჭოს თავმჯდომარე მე-11 კლასის მოსწავლე თეკლა გოდერიძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: N40 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობითი მუშაობის დარგში ქალბატონი ია ჩინჩალაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები: ნინო ლიპარტელიანი, აზა ჯამბურიძე, ბელა სვანიძე, გულისა ხუსკივაძე, ინგა ხაჟომია, რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი დარეჯან ნემსაძე, ისტორიის პედაგოგი ნინო ბანცაძე, ქიმიის პედაგოგი მარინა გოროზია, ფიზიკის პედაგოგი ლალი ყუფარაძე, მე-11 კლასის მოსწავლე ნია რობაქიძის დედა - რუსუდან მიქავა, მე-8 კლასის მოსწავლეები.

„გწამდეს, მამულო:

წვრილ-შვილნი წამოგესწრნენ ნაზარდნი, გულმტკიცები,

მათის ზრუნვი საგანი შენ ხარ და შენ იქნები,

არ გიმტყუნებენ შენა, თუ-კი მათ მიენდები“...

მათ ხომ სჯერათ:

„მშობლიური ენისა და წიგნის უარყოფა თავისი თავის უარყოფაა, თავისი თავის გათახსირებაა“(იაკობ გოგებაშვილი).

გათავისებული აქვთ ვაჟა- ფშაველას სიტყვების ჭეშმარიტებაც:

„ხალხი, ერი დედაა ენისა, იგი ჰბადებს და ზრდის ენას, როგორც დედა შვილს“.

იციან:

„ქართული მარტო ენაა?

ქართული ქართველთ რწმენაა,

ღმართია, ბედისწერაა

ზღვა, როა, იმოდენაა“.

გათავისებული აქვთ, რომ

ქართული ენა „სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს, ხმათა ხავერდების და ღმერთების ენაა“...

აფასებენ:

ცურტაველის, მერჩულეს, მოდრეკილის, რუსთაველის, სულხან-საბას, ტატოს, ილიას, აკაკის, ვაჟას, „დიდ“ ნიკოს, გოგლას, კონსტანტინეს, გალაკტიონის... ენას.

ქართული ენა ხომ მრავალსაუკუნოვანი წარსულით დამშვენებული და გაბრწყინებული ენაა, რომლის დამწერლობაც წარმართულ ხანაშია სავარაუდებელი.

„შენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ

არა გუშინ გაჩნდი წლების წინათ,

არამედ მზით აღმოენთე ბრწყინვად,

ოცდაექვსი საუკუნის წინათ“...

და იყო ზღვა და ულევი ემოციები...მადლიერებისა და პატივისცემის, აღტაცებისა და შთაგონების, რწმენისა და იმედის, გულმხურვალებისა და ნიჭიერების ზეიმიერი დღესასწაული...

და ბოლოს:

წინაპარო, შენი ღირსი გამხადე...

გმადლობ, რაკი მომიყვანე აქამდე“... სწორედ ამ ფასეულობებს ასწავლიან ქუთაისის N40 სკოლაში და პატრიოტ მომავალ თაობას ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ეროვნული გამოცდები დასრულდა - NAEC-ის სტატისტიკა

„კვლევით, გამოწვევაა მასწავლებელთა ხანდაზმულობა“ - საქართველოს სკოლებში 17 ათასზე მეტი პენსიონერი ასწავლის

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება