სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მე-5 კლასელთა კლასის საათი ეროვნული თვითშეგნების ამაღლებასა და მშობლიური ენისადმი პატივისცემის გაღრმავებას მიეძღვნა
24-04-2026
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. პედაგოგები ბავშვებს სამშობლოსა და მშობლიური ენის სიყვარულს, ისტორიის პატივისცემას ასწავლიან. 

14 აპრილს მე-5ა კლასში დედაენის დღე აღინიშნა. გაიმართა კლასის საათი, რომელმაც შეახსენა ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა.

კლასის საათზე დამრიგებელმა დ.ზურებიანმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა გ.ხუსკივაძემ, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა - თ.გაჩეჩილაძემ, მე-5ა კლასის მოსწავლეებს წაუკითხეს ლევან გოთუას - „ქვის დედაენა“. 

გაკვეთილი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებასა და მშობლიური ენისადმი პატივისცემის გაღრმავებას.

მათ ინტერესით მოისმინეს და იმსჯელეს საკითხებზე: რატომ არ იცოდა ბიჭმა ხიმშიამ წერა-კითხვა?, რა როლი შეასრულა მწიგნობარმა ედიშერმა ბიჭის ცხოვრებაში? რას ნიშნავს სიმბოლურად ქვის დედაენა? როგორ დაძლია ბიჭმა შიში და რომ ,„ვეფხისტყაოსანი“ არის ქართველთა ნუგეში, სულიერი საზრდო, „ჭირსა შიგან გამაგრება, ასრე უნდა ვით ქვიტკირსა“, როგორ გაძლიერდა ბიჭი სულიერად, ფიზიკურად, თანდათან როგორ გაუქრა მონღოლთა შიში... და ბოლოს, დაასკვნეს, რომ წიგნიერი ადამიანი არ უნდა იყოს სხვისი დამრბევი, სხვისი ამომწყვეტი, სიცოცხლის ფასი უნდა იცოდეს და სიყვარული უნდა იყოს ცხოვრების წარმმართველი.

დედაენა უძვირფასესი განძია ქართველებისა თითოეული მოსწავლე ლამაზი სიტყვითა და ლექსით მოეფერა მშობლიურ ენას.

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება