| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში ქართულმა სულმა იზეიმა. გაიმართა შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა.
I, II, III კლასის მოსწავლეებმა მათი დამრიგებლებისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით სასიამოვნო. დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს.
პატარები ქართველთა სასიქადულო არაერთი პოეტისა და კომპოზიტორის ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ სანუკვარ „დედა ენას“.
„თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი
გულში გაკლია ცეცხლი ქართული
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად“,- იოსებ ნონეშვილის ეს სტრიქონები ნათლად ხსნის „დედა ენის“ მნიშვნელობას ქართველებისადმი.
მოსწავლეებმა აღნიშნეს „დედა ენის“ შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და მისი საგანძურის როლი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში. „იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ პირველად 1876 წელს გამოიცა, რომელსაც ,,ვეფხისტყაოსნის“ ბადალი უწოდეს რადგან ხალხისთვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა“,- აღნიშნეს ბავშვებმა.
მათ სიამაყით გაიხსენეს 14 აპრილს ისტორიული მოვლენები, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დაცვის, დედაენის დღედ აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა