| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა.
15 აპრილს, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ (ირა ბენდელიანი, ნინა ქავზინაძე და ლელა ბახტაძე) დედაენის დღესთან დაკავშირებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩაატარა ლექცია-საუბარი თემაზე - „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელზედაც მიმოიხილეს ქართული ენის წარმოქმნისა და დედაენის ძეგლის შექმნის ისტორია. მოსწავლეებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ თოდუამ.
დასასრულს დირექციამ დააჯილდოვა დედაენის დღისადმი მიძღვნილ ოლიმპიადაში გამარჯვებული IX კლასის მოსწავლე თეკლე გორდაძე.
მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი - „ო, ენავ ჩემო“.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა