სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზემოსურების საჯარო სკოლაში დედაენის დღე არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიებით აღინიშნა
23-04-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში დედაენის დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

გაიმართა არაერთი ღონისძიება და მოსწავლეებს შეახსენა ენის როლი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში და მისი სიწმინდის დაცვის აუცილებლობა. 

ეს ღირსშესანიშნავი დღე საინტერესოდ აღნიშნეს მე-2 კლასელებმა. პედაგოგი მანანა ბარამიძე პატარებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და დამწერლობის უნიკალურობაზე ესაუბრა, მოსწავლეებმა კი გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილი და მისი წვლილი საქართველოში წიგნიერების განვითარებაში. 

„14 აპრილი, რაღაც განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს ჩემში, ყოველთვის როცა დედაენას პირველად გადავშლი და პირველკლასელები ცნობისმოყვარე თვალებით ჩაიხედავენ, ჟრუანტელი დამივლის, რადგან ვიცი რამდენად წმინდა და სათუთ წიგნს ვეხები, ის ხომ იმ მარგალიტების მარცვლებია, რომლითაც მთელი ცხოვრება  უნდა აკინძო. „დედა ენა“ ჩვენი ძვირფასი საგანძურია 14 აპრილი დედა ენის დღეა!

„დედა ენა ერთია!“
დედასთან გაიგივებული
„აი ია“ - აი, ეს მარგალიტები გვაჩუქა დიდმა იაკობმა. დაე, უსასრულოდ ისმოდეს საქართველოში ქართული ენით შემკული ლამაზი სიტყვები.

„დედა ენა“ ერთ-ერთი რჩეული საგანძურია ქართველი ერისთვის. „დედა ენის“ არსებობა ერის არსებობას ნიშნავს. „ენის“ სიცოცხლე ერის სიცოცხლეს.

დღეს, ჩვენ, მე-2 კლასმა ერთად შევქმენით ანბანის ილუსტრაციები, დავხატეთ, გავაფერადეთ, მოვრთეთ საკლასო ოთახი, ვისაუბრეთ, ჩვენს საყვარელ წიგნზე დედაენაზე. იაკობზე. ბარბარიზმებზე ეს დღე ჩვენს მეხსიერებას, ახალ ფურცელს შესძენს.

დაე, არასოდეს გამქრალიყოს საქართველოში ქართული ენის სიყვარული! გვიყვარდეს და ვიცავდეთ ჩვენს ენას! წარმატებები ჩვენო საამაყო ბავშვებო!“,- აღნიშნავს დაწყებითი კლასების მასწავლებელი მანანა ბარამიძე და მოსწავლეებს ენის სიყვარულსა და ისტორიის პატივისცემას ასწავლის. 

დედაენის დღე ყურადღების მიღმა არც უფროსკლასელებისთვის დარჩენილა -  ეს უმნიშვნელოვანი თარიღი იზეიმეს მე-5-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა. მათ მოამზადეს კედლის გაზეთები, დაწერეს ჩანახატები და ესეები, გააკეთეს პრეზენტაციები, ასევე მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი.

აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სასწავლო-შემეცნებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება