| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის მე-7გ კლასის მოსწავლეები, არაფორმალური განათლების ფარგლებში, ახორციელებენ სასწავლო პროექტს - „ინოვაციური გაკვეთილები“.
გაკვეთილები მიმდინარეობს არაფორმალური განათლების სივრცეში - „ბიბლიოთეკა, მუზეუმი და კინო".
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალურ აქტივობებში ჩართვასა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლის მოსწავლეები ქართული ენის მასწავლებელთან და კლასის დამრიგებელთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ეწვივნენ. დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზები, წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები მსოფლიოს ყველაზე ძველი და დიდი ბიბლიოთეკების შესახებ, იქ დაცულ ხელნაწერებსა და წიგნებზე.
მოსწავლეებს ახალქალაქის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა - თეკლა ვახტანგიშვილმა უმასპინძლა და მოზარდებს წიგნის სიყვარულისა ბიბლიოთეკის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზები, წიგნის საცავები და ხელნაწერი მემკვიდრეობა, გაეცნენ ბიბლიოთეკის მუშაობის სტრუქტურას.
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის დირექტორის - გაიანე კარახანიანის თქმით, არაფორმალური განათლების ფარგლებში ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს, როგორ იყვნენ უფრო პასუხისმგებლიანები, მოიძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია, იზრუნონ გარემოზე, ადამიანებზე, იმუშაონ გუნდურად და იყვნენ თანასწორები.
„ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათთვის შევქმნათ უკეთესი გარემო როგორც მათთვის ისე მომავალი თაობებისთვის“,- აღნიშნავს დირექტორი და დასძენს, რომ ამ გზაზე სწავლა მხოლოდ კლასში არ ხდება.
„ბიბლიოთეკა კინო, და მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არაფორმალური საგანმანათლებლო სივრცეებია, სადაც შეგვიძლია ბავშვებს დავანახოთ რეალური პრობლემები, გავაცნოთ სხვადასხვა საინტერესო ფაქტები, ისტორიები და როგორც შეგვიძლია ისე, თავადაც შევიტანოთ ცვლილება უკეთესი სასკოლო ცხოვრების განვითარებაში..“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა