| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა.
„14 აპრილი იმ დიდი ერთობისა და თავდადების სიმბოლოა, რომელმაც ქართული ენა შეგვინარჩუნა, ჩვენი სკოლაც შეუერთდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს და გავიხსენეთ ყველა ის ადამიანი, ვისაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქართული ენის დაცვაში“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც სახელმწიფო ენის კათედრამ ჩაატარა არაერთი საინტერესო აქტივობა.
მესამე კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კალიგრაფიის ნიმუშები, ცდილობდნენ პაწაწინა ხელებით დაემშვენებინათ ფრაზები ქართული ენის სიწმინდის შესახებ.
საბაზო საფეხურზე, კერძოდ მე-8ა კლასის მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული პოსტერები, ქართული ხელნაწერების დახმარებით შექმნეს ხელნაკეთი წიგნები, კომიქსი და შემეცნებითი ელექტრონული თამაში.
მე-8ბ კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღისთვის სხვადასხვა მასალის გამოყენებით დაამზადეს ქართული ანბანის ასოები, გაალამაზეს და სკოლის დერეფანში მოწყობილ სტენდზე გამოფინეს. ამით გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა ქართული ანბანის მიმართ.
მე-7ა კლასში ჩატარდა ვიქტორინა, მოსწავლეებმა გამოავლინეს სათანადო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
მე-4ბ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, ინტერესით წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები ქართული ენისადმი მიძღვნილი, კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს მშობლიური ენის სიდიადე.
იხილეთ ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა