სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზვარეს საჯარო სკოლაში დედაენის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა 
22-04-2026
-
+


14 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, ​ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე, მის დაცვასა და გაფრთხილებაზე, ასევე იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული განათლებისა და ენის განვითარებაში.

ღონისძიება მრავალფეროვანი და შინაარსით დატვირთული იყო - მოსწავლეებმა წარმოადგინეს გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირებები, იმსჯელეს ბარბარიზმების თემაზე და ყურადღება გაამახვილეს სწორ მეტყველებასა და ქართული სიტყვის სიწმინდეზე.

განსაკუთრებული ემოციური ფონი შექმნა დედაენისადმი მიძღვნილმა ლექსებმა და მუსიკალურმა ნომრებმა, რომელთა შესრულებაშიც მოსწავლეებმა დიდი გულწრფელობა და სიყვარული ჩადეს.

ღონისძიების დასასრულს წარმოდგენილი იყო თემატური პლაკატები, გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულები.

საზეიმო ღონისძიების მონაწილე კლასებს, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, სპეციალური სიგელები გადაეცათ.

​განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პლაკატების კონკურსი -

„ჩვენი ენა ქართული“, რომელშიც გამოვლინდა გამარჯვებულები:

​I საფეხური: მე-6 კლასი;

​II საფეხური: მე-10 კლასი;

„​ვულოცავთ, მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და მშობლიური ენის სიყვარულსა და პოპულარიზაციაში შეტანილ წვლილს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეომასალა:

 
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება