სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დმანისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის სიყვარული და ისტორიის პატივისცემა ღონისძიებით გამოხატეს
22-04-2026
-
+


14 აპრილს, დმანისის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა დედაენის დღე - საუკუნენახევრის საგანძურის, „დედა ენის“ გამოცემიდან 150 წლის იუბილე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიეძღვნა ქართულ ენას, როგორც ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს საფუძველს. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ერთობლივად გაიხსენეს „დედა ენის“ მნიშვნელობა, მისი შექმნის ისტორია და ის გზა, რომელიც ამ წიგნმა თაობებს განათლებისა და ეროვნული თვითშეგნებისკენ გაუკვალა.

საზეიმო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ლექსები, მცირე სცენები და მუსიკალური ნომრები, რომლებიც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ქართული ენის სილამაზესა და ძალას.

„დედაენის დღე ჩვენს სკოლაში იქცა არა მხოლოდ ისტორიული თარიღის აღნიშვნად, არამედ სიყვარულის, პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვად მშობლიური ენის მიმართ - იმ მემკვიდრეობისადმი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ვიდეომასალა:

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება