სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა მოგზაურობა ქართული ენის ისტორიულ ლაბირინთებში 
22-04-2026
-
+


ჩაქვის წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან. რაღა თქმა უნდა, სკოლაში გამორჩეულად აღინიშნა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი14 აპრილი, დღე, როდესაც ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა, ღირსება და მშობლიური ენა თავგანწირვით დაიცვა.

მოსწავლეებმა გაიხსენეს ერის მამამათა ანდერძი. 

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? …..სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას…. ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს…” წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე).

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მე-2 -ის სიტყვები: „ქართული ენა არის ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელი, ვითარცა გონება და სიყვარული, მასშია მთელი საქართველო...ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი“ ჩვენი აღსაზრდელების სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს..

დედაენა - ჩვენი სული, ჩვენი ფესვები და ჩვენი ხმაა. ის გვაერთიანებს, გვაძლიერებს და გვასწავლის, ვინ ვართ ჩვენ“. 

1-ელ-მე-4 კლასების მოსწავლეებმა დედაენის დღე სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სიხარულითა და ინტერესით იმოგზაურეს ქართული ენის სამყაროში - იმღერეს, ითამაშეს, შექმნეს და გააზიარეს თავიანთი ცოდნა.

ისაუბრეს 14 აპრილის მნიშვნელობაზე - იმ დღეზე, როცა ჩვენმა ხალხმა ერთიანობითა და სიყვარულით დაიცვა ქართული ენა.

„მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერეს, რომ დედაენა მხოლოდ სიტყვები არ არის - ის ჩვენი იდენტობაა, ჩვენი ისტორია და ჩვენი მომავალი. დღე სავსე იყო ემოციებით, ღიმილითა და სიამაყით. ჩვენ ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით - დედაენა უნდა გვიყვარდეს, გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ“,- გვეუბნებიან სკოლა-გიმნაზიაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება