სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში 14 აპრილის ისტორიულ მოვლენებს შთამბეჭდავი გაკვეთილი მიეძღვნა
22-04-2026
-
+


ქობულეთის წმინდა კირიონ მეორის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში ქართული ენის დღეს მიეძღვნა კვირეული, რომელმაც არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება თუ აქტივობა გააერთიანა. 

აღსანიშნავია, კვირეულის ფარგლებში გიმნაზიის  Vlllა კლასში  ჩატარებული გაკვეთილი თემაზე - „ენა სულია ერისა“, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის ისტორიულ მოვლენებს მიეძღვნა. 

სასწავლო პროცესს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინე წულუკიძე უძღვებოდა. 

გაკვეთილი საინტერესო და ემოციური გამოვიდა. მოსწავლეებმა წინასწარ მოიძიეს და მოამზადეს სხვადასხვა მასალა. ამან კი საშუალება მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ საგაკვეთილო პროცესში. მათ ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, მის როლზე ერის ცხოვრებაში და ხაზი გაუსვეს ქართული ენის დაცვასა და გაფრთხილებას.

გაკვეთილი მდიდარი იყო მხატვრული ნაწილითაც - მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომლებიც ქართულ ენას ეძღვნებოდა. ასევე შესრულდა სიმღერა და საგალობელი, რამაც განსაკუთრებული განწყობა შექმნა და გაკვეთილს საზეიმო ელფერი შესძინა.

„მოსწავლეთა ჩართულობამ და მონდომებამ ნათლად აჩვენა მათი დამოკიდებულება მშობლიური ენის მიმართ. გაკვეთილი იყო შემეცნებითი და ამაღელვებელი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ აზრს, რომ ენა მართლაც ერის სულია და მისი დაცვა თითოეული ადამიანის ვალია“,- აღნიშნავენ სკოლა-გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება