სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია თბილისის N108 საჯარო სკოლაში
22-04-2026
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა. 

გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც ქართული სულის ნამდვილ ზეიმად იქცა. 

მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მის ტკბილხმიანობას, დამწერლობის უნიკალურობას. 

ღონისძიებას ჰყავდა საპატიო სტუმრები - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და სანი-სამგორის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მეგი როსტიაშვილ-წიკლაური, რომელთაც მოსწავლეებს დედაენის დღე მიულოცეს, რისთვისაც მათ სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან. 

„მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს - თამარ მახარაშვილს ქართული ენის დღის მოლოცვის, მოსწავლეებთან საინტერესო და შემეცნებითი ინტერაქციისა და გულწრფელი ურთიერთობისთვის. საქართველოს განათლების, მადლობა ისანი-სამგორის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელს - მეგი როსტიაშვილ-წიკლაურს ენის დღის მოლოცვისათვის. 
 მადლობა ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს საინტერესო მუსიკალურ- ლიტერატურული კომპოზიციისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ათასობით ადამიანი გამოვიდა და წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს დაკარგავდა. საზოგადოების ერთიანმა პროტესტმა გადაარჩინა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი, რის გამოც ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნება.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება