| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა.
უცხოური ენების კათედრამ წარმოადგინა შემეცნებითი ღონისძიება: „ლინგვისტური სამკუთხედი: ქართული, ინგლისური, რუსული“, რომლის მიზანი იყო სამი ენის მსგავსება-განსხვავებებისა და უნიკალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
მონაწილეობდნენ V-X კლასების მოსწავლეები.
ბავშვებმა ისაუბრეს,თუ რა ადგილი უკავია თითოეულ ამ ენას ენათა გენეალოგიურ ხეზე, რა მსგავსება-განსხვავებებია ანბანებს შორის.
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ნაწილი მნემონიკას დაეთმო. დამსწრეებმა გაიხსენეს, როგორ იმახსოვრებენ ცისარტყელას ფერებსა თუ პლანეტების თანმიმდევრობას სამივე ენაზე.
„საინტერესო იყო იმის დანახვა, თუ როგორ გამოხატავს სხვადასხვა ხალხი ერთსა და იმავე სათქმელს განსხვავებული სახეებით. იდიომებმა და ანდაზებმა ნათლად აჩვენა ენობრივი სხვაობების ფონზე არსებული შინაარსობრივი ერთიანობა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ მოწონება დაიმსახურა რეპის ფოლკლორული პროტოტიპების წარმოდგენამ.
მოსწავლეებმა დაინახეს კავშირი თანამედროვე რიტმულ მეტყველებასა და ხალხურ ზეპირსიტყვიერებას შორის („Репка“, „THE HOUSE THAT JACK BUILT “, „თხამ ვენახი შეჭამა“), რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ენის უწყვეტ განვითარებას.
ხაზი გაესვა იმ სიტყვებს, რომლებიც აერთიანებს სამივე ენას - ინტერნაციონალიზმებს. მოსწავლეების მიერ დადგმულმა პატარა სცენებმა კი თეატრალური ელფერი შესძინა ღონისძიებას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა